“მისტერ ვალენტინის“ ტიტულისათვის, წელს მქსოველი, მოკრივე, ექიმი და სხვადასხვა პროფესიის მქონე ბიჭები იასპარეზებენ. სკანდალური კონკურსის მონაწილეები უკვე შერჩეულია. საუკეთესოებს მანიკა ასათიანი და ანი მიროტაძე შეარჩევენ.
„მისტერ-ვალენტინი“ საქართველოში პირველად 9 წლის წინ ჩატარდა, ღონისძიების იდეის ავტორი ქეთი ნაჭყებია გახლდათ, რომელიც გარდაიცვალა და ღონისძიებას ახლა „ბეს მოდელი“ ატარებს.
კონკურსანტებს დღეს „დღის შოუმ“ უმასპინძლა.