„მალე მეოთხე ძმა მეყოლება“ ამ სათაურით გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში ფოტოები, ლადო ვარძელაშვილის შვილმა ანასტასიამ. ფოტოებზე ორსული მოდელი ირინა ონაშვილი არის გადაღებული.
ანასტასია, ლადო ვარძელაშვილს პირველი ქორწინებიდან ჰყავს, რომელსაც ირინა ონაშვილთან მეგობრული ურთიერთობა აქვს. ირინას და ლადოს ერთი საერთო ვაჟი, საბა ჰყავთ. ირინა საკუთარ ორსულობას დაახლოებით სამი თვის მანძილზე მალავდა, თუმცა ახლა დამალვას აღარ აპირებს. ორსულმა მოდელმა ჟურნალ „OK“-ის ფოტოობიექტივში იპოზიორა.
ირინა ონაშვილი პატარას გაჩენას ზაზა სინაურიძის კლინიკაში გეგმავს და მუცელში მყოფ პატარაზე განსაკუთრებულად ზრუნავს.