ქეთა თოფურიას და რეპერ გუფის რომანის შესახებ, გავრცელებულ ჭორებს თავად რეპერი გამოეხმაურა, გუფიმ განცხადება ინსტაგრამზე გააკეთა.
“არც კი ვიცი ამაზე როგორი რეაგირება უნდა მქონდეს. ამ საკითხის შესახებ კომენტარის გაკეთებაც კი მომთხოვეს. რომ ვუჩივლო, აზრიც არ აქვს, ისევე დაიძვრენენ თავს, როგორც აქამდე ბევრჯერ გაუკეთებიათ. დავაიგნორებდი, მაგრამ ახლა მხოლოდ მე არ შემეხნენ. მე და ქეთი მეგობრები ვართ, მაგრამ არა ისეთი, რომ დასასვენებლად ერთად ვიაროთ. ის, რომ მე და ქეთა თოფურია ერთ კუნძულზე ვისვენებდით, მხოლოდ მაშინ გავიგე, როდესაც მოსკოვში დავბრუნდი. ქეთას და მის ოჯახს ძალიან დიდ პატივს ვცემ და ასეთ ისტორიაში ჩათრევას არ იმსახურებს.”