ბავშვთა სამყაროში გაჩენილმა ხანძარმა, მთელი ქვეყანა შეძრა, მათ შორის არის მსოფლიოში აღიარებული, ქართველი საოპერო ვარსკვლავი, თამარ ივერი, რომელიც ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ვუყურებ ამ გაუბედურებულ, გატანჯულ “ბავშვთა სამყაროს” ტანსაცმლით მოვაჭრე დაზარალებულებს. მათ ალტერნატიულ ფართს სთავაზობენ მაგრამ…. ყველაფერი დაეფერფლათ და რა შეიტანონ იქ?? რა თქმა უნდა ითხოვენ ფინანსურ კომპენსაციას და ეს მართებულიცაა. ღმერთო, ამხელა ზარალი. ფინანური ზარალი, ასევე დამწვარი შენობის მხრიდან. ვუყურებ და ვფიქრობ…. ერთი “აეროსმიტის“ გასტროლის გაუქმებით…. ხომ დაკმაყოფილდებოდა ყველა ფინანსური პრობლემა. არ ვიცი, ასეთ დაზარალებულ, დაქცეულ ფონზე ვის “ეაეროსმიტება” და ე “Crazy” ება. ერის განწყობაც ხომ არის საჭირო? პირადად მე ამ კონცერტზე… ბილეთს არ ვიყიდიდი… არა იმიტომ, რომ ანსამბლს ვუცხადებ პროტესტს… არამედ ქვეყანაში შექმნილ ასეთი დუხჭირი ეკონომიური და მორალური სიტუაციის ფონზე, ასეთ ყალბ ლუქსუსს და არარეალურად დიდ, აბსურდულ მოსაწვევ თანხას!!!“ – წერს თამარ ივერი.