“11 აპრილი სამუდამოდ ჩამებეჭდება მეხსიერებაში” – განო მელითაური

0
2649

განო მელითაური სოციალურ ქსელში, ემოციურ პოსტს ავრცელებს, რომელსაც უმცროს ქალიშვილს, ლოლას უძღვნის.

„იღბლიანია, სამჯერ გაისტუმრეს ეშაფოტზე, მაგრამ შეუპოვრად გაუძლო დარტყმებს! ამასობაში დედამიწაზე გამოიზამთრა და ლიტონიობის ღამემ, დაუბრუნებლად შეცვალა ჩვენი ცხოვრება.. 11 აპრილი სამუდამოდ ჩამებეჭდება მეხსიერებაში… დღე-როცა ჩემს მუცელში აკუმულირებულმა სიყვარულის ენერგიამ, თვითმკვლელობისგან მიხსნა.. ელენეს არ უნახავს დღესასწაული სახელად გა-კო! პასუხისმგებლობაც გაუფრთხილებლად დააკისრეს მუცლადყოფნისას… მერე დრო გავიდა, ამინდებმა გასწრობანა ითამაშეს და როცა ფოთლებისფერმა კაცუნებმა მწვანე მოსასხამები, გახუნებულ მზისფერს გადაულოცეს, ელენე-ლოლა თოლორდავა მოევლინა სამყაროს! დღეს წლის და ოთხი თვის ადამიანია, სხვებზე მეტი გამოცდილებით, აუხსნელი სიმშვიდით და ენეერგიით! სიცილის დროსაც სევდის ბურთებით იყურება და გაასმაგებულ სტიმულს მაძლევს გავხდე უკეთესი! ვიცი, ჩემი დარჩენილი დღეები და ღამეები არ ეყოფა შეგრძნებების ამოვსებას, რაც ორსულობის პერიოდში დავაკელი, მაგრამ ერთ დღესაც, როცა დიდი, ლამაზი გოგონა გაიზრდება და შეკითხვების დასმას დამიწყებს, როცა ვუამბობ, როგორ დამანგრია დანაკარგმა, მსოფლიოში ყველაზე სევდიანი თვალებით შემომხედავს და ყველაფერს მაპატიებს! #ლოლაჩემისიცოცხლე“ – წერს განო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here