სუხიშვილების ფეხები მილიონ ლარად დააზღვიეს

0
2241

“სუხიშვილები” პირველი მოცეკვავეები არიან საქართველოში, ვისი ფეხებიც ამიერიდან 1 მილიონი ლარით არის დაზღვეული.  ხელშეკრულების მიხედვით, ნებისმიერს, ვინც მიიღებს ტრავმას, რომელიც აუკრძალავს შემოქმედებით საქმინობას, 2 წლის ხელფასი აუნაზღაურდება – ჯამში ეს თანხა ერთი მილიონი ლარია.

აქამდე კი, შეთანხმების მიხედვით, ამერიკული მხარე მხოლოდ კონცერტის დროს მიღებული ტრავმების მკურნალობის ხარჯებს ანაზღაურებდა.