მომღერალი მერაბ სეფაშვილი, ბოლო დროს კონცერტების ჩასატარებლად საზღვარგარეთ დადის. თბილისში მას დიდი ხანია არ უმღერია. მერაბ სეფაშვილი „ბრავო რეკორდსში“ ახალ ალბომზე მუშაობს, რომელიც გაზაფხულზე გამოვა. ამ ალბომისთვის მან ძველი სიმღერები ახლებურად ააჟღერა. მერაბ სეფაშვილს წელს, 55 წელი უსრულდება და ამ თარიღთან დაკავშირებით, საიუბილეო კონცერტი დაგეგმა. მომღერლის კონცერტი გაზაფხულზე ფილარმონიაში ჩატარდება.