ნინო სურგულაძის ემოციური მიმართვა ემიგრანტებს

0
2096

ოპერის მომღერალი, ნინო სურგულაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც უცხოეთში მყოფ ახალგაზრდებს მიმართავს:

არ შემიძლია არ დავწერო და არა დასაცავად, არამედ აზრის დასაფიქსირებლად. ყველას ვინც საზღვარგარეთ ცხოვრობს, სწავლობს და მუშაობს დამეთანხმება, რომ არ არის იქ იოლი თავის დამკვიდრება. მარტოობა ძნელია და მუდმივად გენატრება სახლი, მაგრამ ასეა საჭირო. ჯარისკაცივით ხარ და ყოველ დღე უნდა დაამტკიცო, რომ მეტი შეგიძლია, ვიდრე სხვას და უკან დგას უამრავი ადამიანი, რომელიც ამ ადგილისთვის იბრძვის

მე 21-ის ვიყავი და მახსოვს როგორ განვიცდიდი, რომ ნულიდან უნდა დამეწყო ყველაფერი. ერთადერთი რაც მამშვიდებდა ეს იყო დედაჩემთან საუბარი

ამ ყველაფერს იმიტომ ვწერ, რომ მინდა ყველა იმ ახალგაზრდას ვუთხრა, ვინც მიდის საზღვარგარეთ სასწავლებლად და დასახვეწად – არ შეგეშინდეთ წინააღმდეგობების, ისინი ყოველთვის იქნება. აკეთეთ თქვენი საქმე და აკეთეთ კარგად, ყველაფერი იქნება მაგრად და როდესმე, როდესაც მოვა დრო, ადრე თუ გვიან დაბრუნდებით (იმედია) თქვენს ცოდნას და გამოცდილებას თქვენს ქვეყანას მოახმართჩვენ კი უნდა გაგამხნევოთ და მეტი ძალა და ენერგია მოგცეთ იმიტომ, რომ უბრალოდ ცოტანი ვართ და მიმობნეულები მთელს დუნიაზე. მეტი სიყვარული, პოზიტივი და ერთმანეთის გატანა გვქონდეს, მიყვარხართ თქვენი ნინო“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here