გია როინიშვილის და ქეთი დოლიძის დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება. რეჟისორმა მსახიობი შარშან სამსახურიდან გაათავისუფლა, რის შემდეგაც როინიშვილმა დოლიძეს სასამართლოში უჩივლა და დავა მოუგო კიდეც, თუმცა ქეთი დოლიძემ სასამართლო გადაწყვეტილება გაასაჩივრა. როგორც გია როინიშვილი სოციალურ ქსელში წერს, სასამართლომ ამჯერადაც მის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება.
”როგორც იცით, ერთხელ უკვე მოვიგე სასამართლო აპრილის თვეში, ქეთი დოლიძის წინააღმდეგ, მოგების მიუხედავად მოწინააღმდეგე მხარემ გაასაჩივრა და საქმის განხილვა თავიდან დაიწყო…
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ (მოსამართლე ქეთევან კუჭავა) ერთხელ კიდევ დააკმაყოფილა ჩემი სარჩელი სრულიად! მიხარია, რომ სამართლებრივადაც მართალი აღმოვჩნდი”! – წერს მსახიობი.