რატომ იყო აზრთა სხვადასხვაობა “ნიჭიერის“ ჟიურიში?

0
2539

„ნიჭიერის“ ფინალამდე ერთი ნაბიჯი დარჩა, ჟიურის და მაყურებლის გადაწყვეტილებით, ფინალში 8 კონკურსანტი იასპარეზებს, რომელიც მაყურებლის და ჟიურის გადაწყვეტილებით იქნა შერჩეული.

გუშინდელი ლაივ-შოუს გამარჯვებული, პატარა მარიამ ურუშაძე გახდა, რომელმაც გულგრილი არც მაყურებელი დატოვა და არც ჟიურის წევრები.

მარიამ ურუშაძე: “ჩემთვის წარმოუდგენელი იყო ხალხის ასეთი მხარდაჭერა, როცა პატარა გოგოს ამდენი ადამიანი გიჭერს მხარს ე.ი. რაღაცის გაკეთება შეგიძლია. ემოციებს ვერ ვმალავ, მინდა რომ ფინალშიც მე გავიმარჯვო.

ჟიურის გადაწყვეტილებით, მარიამთან ერთად ფინალში გადავიდა ანსამბლი „ათძალი“.

მაკა ჩიჩუა: „აბსოლიტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო მაყურებელმა და საინტერესო ფინალი გველოდება. ჟიურის არჩევანის დროს ცოტა გაგვიჭირდა გადაწყვეტილების მიღება, რადგან აზრთა სხვადასხვაობა იყო. ძალიან დამწყდა გული პატარა ალექსანდრე ზაზარაშვილზე, რომელიც ფინალში ვერ მოხვდა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here