17 წლის ქართველმა მოდელმა, ანა შელიამ, რალფ ლოურენის კოლექციის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თაკო ჩხეიძე წერს. “#News ფეშენისტებო, ქართველი ტოპი, Ana Shelia რამდენიმე წუთის წინ გამოვიდა “Ralp & Russo-ს” 2017 წლის გაზაფხული/ზაფხულის ოტ კუტიურის ჩვენებაზე, რომელიც ალესანდრა ამბროსიომ დახურა! ❤ Geomodels Agency Official, BRAVE MODELS MANAGEMENT GEORGIA” – წერს ანას სააგენტოს ხელმძღვანელი.
17 წლის ანა, თაკო ჩხეიძის სამოდელო სააგენტოს “ჯეომოდელსის” მოდელია, მან რამდენიმე თვის წინ “ეტამის” თეთრეულის კოლექციის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა და პოდიუმზე “ვიქტორია სიქრეთის” მოდელებთან ერთად გამოვიდა.