ზამთრის ცხელ დღეებს, ზოგი სამთო კურორტებზე ატარებს, ზოგი კი თბილ ქვეყნებს ანიჭებს უპირატესობას. ცნობილი მოდელის, ნინი ზარქუას და ფეხბურთელის, ალექსანდრე ამისულაშვილის ოჯახმა კი თოვლში დასვენებას, მზიან კურორტზე გამგზავრება არჩია. ნინი და ალექსანდრე, დუბაიში იმყოფებიან. მათთან ერთად ისვენებენ მათი შვილებიც. ნინი სოციალურ ქსელში დასვენების ამსახველ ფოტოებს ხშირად ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ამისულაშვილმა საფეხბურთო კარიერა, რამდენიმე თვის წინ დაასრულა და გამოსამშვიდობებელი მატჩიც ჩაატარა. ნინიმ მაშინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მეუღლის ეს გადაწყვეტილება მისთვის სასიხარულო იყო, რადგან ბევრი თავისუფალი დრო ექნებოდათ ერთად ყოფნისთვის.