“ევროვიზიაზე” საქართველოს თაკო გაჩეჩილაძე წარადგენს!

0
2218

დღეს, 20 იანვარს, “ევროვიზიაზე” საქართველოს მორიგი კონკურსანტი გამოვლინდა. წელს კიევში ჩვენს ქვეყანას თაკო გაჩეჩილაძე წარადგენს, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ეროვნული კონკურსის გამარჯვებული გახდა. ის ჟიურისა და მაყურებლის რჩეული გახდა.

ღონისძიებაში, რომელიც “ევროვიზიაზე” საქართველოს კონკურსანტის გამოვლენას ისახავდა მიზნად, 25 შემსრულებელი და ჯგუფი მონაწილეობდა.

მას შემდეგ, რაც მაყურებლის წინაშე ყველა კონკურსანტი წარდგა, 15 წუთის განმავლობაში შესაძლებელი იყო ხმის მიცემა, ერთი ტელეფონიდან სულ 5 ხმის მიცემა გახლდათ ნებადართული. 100 000-ზე მეტი ზარიდან ყველაზე მეტი ხმა სწორედ თაკოს ხვდა წილად. ხუთეულში მოხვდნენ ნუცა ბუზალაძე, ჯგუფი “მინსი”, მალიბუ და მარიამ ჩაჩხიანი.

საბოლოოდ, არჩევანი თაკო გაჩეჩილაძეზე შეჩერდა. ის “ევროვიზიაზე” სიმღერით Keep The Faith წარდგება, რომლია მელოდიაც და ტექსტიც თავად შექმნა.

ნინო მურღულია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here