ვერკა ჯაჯანიძის ვაჟი, დემეტრე შალიკაშვილი გაქრისტიანდა. პატარას ნათლობაზე, უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. დემეტრე შალიკაშვილი ქაშუეთის ტაძარში მოინათლა, ნათლობის ცერემონიალის დასრულების შემდეგ კი სტუმრებმა, რესტორან მრავალჟამიერში გადაინაცვლეს. ვერკა ჯაჯანიძემ რესტორანში ცეცხლოვანი ცეკვები შეასრულა, რასაც სტუმრების აღფრთოვანება მოჰყვა.
მოცეკვავე ვერკა ჯაჯანიძე 2015 წელს გათხოვდა, მისი მეუღლე ფეხბურთელი, ირაკლი შალიკაშვილია, რომელიც საერთო მეგობრების დახმარებით გაიცნო.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/ndidberidze/videos/1205299646204714/” width=”600″ height=”400″ onlyvideo=”1″]