“დიდი მადლობა ყველას, ვინც ერთი სტატუსი მაინც დაუთმო ზაზას” – თიკა ალავიძე-ფაჩულია

0
2233

ზაზა ფაჩულიას მეუღლე, თიკა ალავიძე-ფაჩულია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

დიდი მადლობა ყველას, ვინც ერთი სტატუსი მაინც დაუთმო ზაზას, თქვენი თანადგომა ყველაფერზე წინ დგას, გადაფარა ყველანაირი ნეგატივი რაც ამ დღეების განმავლობაში მე და ჩემმა ოჯახმა მივიღეთ! ის ცინიზმი და გულგრილობა რაც ამ ამბავმა გამოიწვია! ზაზას ბოდიშს ვუხდი, რომ არცერთხელ სახალხოდ არ გამომიხატავს მისი მხარდაჭერა, რადგან ვთვლიდი რომ შეიძლებოდა ვინმე ამით შემეწუხებინა და გამეღიზიანებინა

ვამაყობ შენით, როგორც ქართველი და არა როგორც შენი მეუღლე.

რთულია გაიარო ის გზა რაც შენ და დღეს ესეთ დონეზე, ისეთივე შემართებით თამაშობდე, როგორც მაშინ, როდესაც პირველად დადგი ფეხი მოედანზე, არცერთხელ არ თქვა სიტყვა დავიღალე და მეზარება! ყველა მომავალ სპორტსმენს ვუსურვებ გამძლეობას, შრომისმოყვარეობას და თქვენი ქვეყნის სიყვარულს!”  – წერს თიკა ალავიძეფაჩულია facebook-ში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here