კენდალ ჯენერი კარდაშიანების ოჯახის ყველაზე ნაკლებად ხმაურიანი წარმომადგენელი გახლავთ. ერთადერთი რის გამოც მასზე წერენ მისი გარეგნობა და წარმატებებია, მოკლედ 19 წლის ლამაზმანს თამამად შეგვიძლია “მისაბაძი მაგალითი“ ვუწოდოთ, მაგრამ არის კიდევ ერთი მიზეზი რის გამოც ის გამოცემების გვერდებზე მოხვდა.
კენდალი უკვე რამდენიმე წელია სამოდელო ბიზნესშია ცართული და მასზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება, ეს ყველაფერი კი დიდ ჰონორარებთან არის დაკავშირებული – ჟურნალ Forbes-ს ეს ფაქტი არ გამორჩენია და როდესაც ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელების რეიტინგს ადგენდა სწორედ ჯენერი გახდა ის ადამიანი, რომელიც ზემოთხსენებული სიის რიგებში მოხვდა. როგორც ირკვევა მისი შემოსავალი სამოდელო საქმიანობიდან ყოველწლიურად 4 მილიონ დოლარს აღწევს, რაც საკმაოდ “მსუყე“ თანხაა.
კენდალი რეიტინგში მე-16 ადგილზე განთავსდა. პირველი ადგილი ბრაზილიელმა სუპერმოდელმა ჟიზელ ბიუნდჰენმა დაიკავა. ლიდერთა ათეულში მოხვდა Victoria’s Secret-ის რამდენიმე ანგელოზიც…