კატო კირვალიძის და ბარბარე მანტკავას პერსონაჟები სულ უფრო პოპულარულები ხდებიან. სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” ბარბარე მანტკავას გამოჩენით სასიყვარულო სამკუთხედი შეიკრა, რომელსაც მაყურებელი თვალს დიდი ინტერესით ადევნებს. მათ ერთი ბიჭი მაქსიმე უყვართ. კატოს როლის შემსრულებელმა, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობმა, ნინო გაჩეჩილაძემ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა. მას მანქანაზე დაუწერეს, რომ მაქსიმეს შეეშვას.
“არ ვიცი ჩანს, თუ არა კარგად, მაგრამ მანქანის მინაზე მიმიწერეს: “შეეშვი მაქსის!!!”😂😂😂Marishka Javakhadze” – წერს ნინო.
მსახიობის პოსტს ბარბარე მანტკავას როლის შემსრულებელი, მარიშკა ჯავახაძეც გამოეხმაურა: დედაჩემი გაგიჟდება რომ დანებდე :))) ხო იცი როგორ გბალეშიკობს :),” – დაუწერა ნინოს მარიშკამ.