“ის ადამიანი შემხვდა ვისთანაც მინდა მთელი ცხოვრების გატარება“ – ზუკა ხუციშვილი

0
3228

ზუკა ხუციშვილი ერთი კვირის წინ, კლასელზე ქეთუშა მანიაშვილზე დაინიშნა. ზუკამ ქეთუშას ხელი ფუნიკულიორზე მდებარე პრესტიჟულ რესტორანში სთხოვა და საყვარელი ქალისგან თანხმობაც მიიღო.

„მიუზიკ ბოქსი“ ზუკას ესაუბრა:

– ზუკა, რატომ გაასაიდუმლოეთ აქამდე თქვენი სიყვარულის ისტორია?

– არ მიყვარს ასეთი თემების აფიშირება, მაგრამ როცა ხელი ვთხოვე ქეთუშას და დავინიშნეთ, დამალვა ვეღარ მოვახერხეთ. ქორწილის გადახდასაც ვგეგმავთ და მაშინ უფრო მეტს ვისაუბრებთ. აქამდე საიდუმლოდ ვტოვებდი ყველაფერს, მაგრამ ქორწილის დროს ვეღარ გამოვძვრები.

– ვინ არის თქვენი რჩეული, სად გაიცანით?

– არ მინდა ამ ეტაპზე, დეტალებზე საუბარი. ძალიან ბედნიერი ვარ, ის ადამიანი შემხვდა ვისთანაც მინდა მთელი ცხოვრების გატარება.

– სიმღერაზე საბოლოოდ უარი თქვით?

– არა, ბიჭებს გარდატეხის ასაკში ურჩევენ სიმღერისგან თავი შეიკავონ, სწორედ მაგ პერიოდში გამიჩნდა სხვა გატაცება და საგარეო ურთიერთობებში გადავერთე. ისეთ ოჯახში გავიზარდე, ჩემში დევს მუსიკა და უნდა გავაგრძელო ეს ყველაფერი,  მამასთან, დასთან და ძმასთან რაღაცას გავაკეთებ, რომელიც ხარისხიანი ნამუშევარი იქნება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here