Mickey Rourke-ს სახელი ყოველთვის სკანდალებს, დებოშებს, ხმაურს, წარუმატებელ პლასტიკურ ოპერაციებსა და ორ პატარა ძაღლს უკავშირდება. არც ახლა გაგაკვირვებთ დიდად, თუ გეტყვით, რომ ბატონი Mickey მედიის ყურადღების ცენტრში ზემოთჩამოთვლილი მიზეზებიდან ერთ-ერთის გამო მოექცა – ფილმ “ცხრანახევარი კვირის“ ვარსკვლავმა კიდევ ერთი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა და ისე შეიცვალა, რომ პაპარაცებს კარგა ხანს დაკვირვება დასჭირდათ იმის ამოსაცნობად, მათ წინ მართლა Rourke მიდიოდა, თუ ვინმე სხვა.
რაც ყველაზე საინტერესოა, Mickey-ს მრავალრიცხოვანი ოპერაციებიდან ეს ყველაზე წარმატებული გამოვიდა – მსახიობი მშვენიერ ფორმაშია, ბევრად გაახალგაზრდავებულია და არც წინა სამედიცინო შეცდომები აწერია სახეზე.
Mickey Rourke სამსახიობო კარიერის გარდა ბოქსიორის საქმიანობით იყო დაკავებული – შესაბამისად, ტრავმებს საკმაოზე ხშირად იღებდა, ერთ დროს ძალიან სიმპათიური მამაკაცი წლების განმავლობაში მახინჯდებოდა, წარუმატებელ ოპერაციებს, ალკოჰოლიზმსა და სხვადსხვა აკრაძლულ ნივთიერებაზე დამოკიდებულებას თუ დავუმატებთ, სულაც არ იყო გასაკვირი, რომ Mickey არც თუ კარგ ფორმაში იყო, შესაბამისად, იკლებდა შემოთავაზებების რიცხვი და Rourke-ს სახელიც ნელ-ნელა ყველას მიავიწყდა. თუმცა, ამჯერად მსაიხობმა ახალი შემოთავაზება მიიღო და გადაწყვიტა საკუთარი თავისა და გარეგნობისთვის მიეხედა.
როგორც ამბობენ, ეროტიკული დრამის, “ცხრანახევარი კვირის“ ვარსკვლავი სულ მალე ახალ პროექტში ჩაერთვება, 63 წლის მსახიობმა ძალიან მოინდომა და პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლის სტატუსიც მოიშორა. სხვათა შორის, მშვენივრად გამოიყურება, ბევრად ახალგაზრდას ჰგავს და პარიკიც უხდება.