გურამ შეროზია: თუ ვერ “ვსექსაობთ” იქნებ ვირბინოთ მაინც…

ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს:

„ერის უსაქმურობის დონე გეომეტრიული პროგრესიით იზრდება:

ახლა დავა იმაზე მიდის, თუ როგორ ტეხავს ძველით ახალი წლის აღნიშვნა და როგორი ჩამორჩენილები არიან ისინი, ვინც აღიშნავენ :დ (ფაჩულია–უფაჩულიობა გადაწონა)

– გინდა? აღნიშნე
– არ გინდა? ნუ აღნიშნავ.

მინდა 1-ელ იანვარს აღვნიშნავ, მინდა 14-ს, მინდა ჩინური კალენდრით და მინდა მართლმადიდებლურს, რით ვერ გადავეჩვიეთ ამ უტვინო დემაგოგიას და სხვისი აქტივობების განხილვას.

სხვათა შორის, სირბილი საუკეთესო საშუალებაა: ნეგატიური ემოციებისგან დაცლის და ახლიდან ავსების, ენდორფინებიც გამოიყოფა, ვიზუალურადაც ვუმჯობესდებით… ჰოდა, თუ ვერ “ვსექსაობთ” იქნებ ვირბინოთ მაინც… და შესაბამისად – გავუფრთხილდეთ საკუთარ და სხვის ნერვებს ❤

სიყვარული და კმაყოფილება დაგბედებოდეთ, პო ვსემ ნაპრავლენიემ :დ ^_^ “ .

Scroll to Top