მსახიობმა ია ფარულავამ რამდენიმე თვის წინ ე.წ. „მაფიოზების“ კლუბი შექმნა, რომლებიც პერიოდულად მაფიის ღამეს თამაშობენ. „მაფიოზების“ რიცხვი, მოკლე პერიოდში რეკორდულად გაიზარდა და მის შემადგენლობაში, თბილისის ცნობილი მანდილოსნები არიან. მათ შორის ნინო კუზანოვა, ფატუნა ბუშიჰედი, დალი ჩიტალაძე, სალომე გოგიაშვილი და სხვები. იამ სოციალურ ქსელში, მორიგი თამაშის ამსახველი ფოტოები გაავრცელა, სათაურით: “მაფიოზების შეკრება შედგა ნინოსთან . გამოვლინდა საუკეთესო მაფიოზი – Манана Гогличидзе😎😎😎😎😎🍒🍓🌷”
ბოლო „მაფიის ღამე“ იამ და მისმა მეგობრებმა, ნინო კუზანოვას სახლში ითამაშეს, მაგრამ თამაშს რამდენიმე წევრი დააკლდა.