მომღერალი დათო ხუჯაძე რამდენიმე წლის წინ რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა და მეზობელ ქვეყნებში კონცერტებზე სწორედ საქართველოდან დადის. დათო ხუჯაძეს რუსეთში, სომხეთში, ყაზახეთში და აზერბაიჯანში ხშირად იწვევენ კონცერტებზე. ცნობილია, რომ სომხეთში ჩატარებული კონცერტების გამო ის აზერბაიჯანში გარკვეული პერიოდის მანძილზე ე.წ. შავ სიაში იყო და კონცერტებზე აღარ იწვევდნენ. ცოტა ხნის წინ, აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრომ დათო შავი სიიდან ამოიღო და კონცერტებზეც იწვევენ.