მერაია ქერი მილიარდერ ბოიფრენდს აღარ მალავს

0
53

მერაია ქერის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეებია. ივნისიდან მოყოლებული 45 წლის სუპერვარსკვლავი ახალ ბოიფრენდთან ურთიეთობით ტკბება – თანაც ეს ბოიფრენდი არც მეტი არც ნაკლები, მილიარდერია. მერაიამ მთელი ურთიერთობის განმავლობაში პირველად გადაწყვიტა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე ჯეიმს პეკერთან ერთად გამოჩენილიყო.

ავსტრალიელი ბიზნესმენი და მისი მეგობარი ქალბატონი წითელ ხალიჩაზე გამობრწყინდნენ. ორივე მათგანის სახეზე ბედნიერი ღიმილი იყო გადაფენილი წვყილი ახალი ფილმის, “The Intern”-ის პრემიერას დაესწრო, ნამუშევარში მთავარ როლებს ენ ჰეთევეი და რობერტ დე ნირო ასრულებენ.

ჯეიმსმა და მერაიამ რომანი ივნისში გააჩაღეს. პაპარაცებმა წყვილი ერთად რამდენჯერმე დააფიქსირეს, თუმცა, მერაია გავრცელებულ ჭორებზე კომენტარს არ აკეთებდა. მედია კი აქტიურად მიმოიხილავდა მათი ურთიერთობის ამბავს, პარალელურად მომღერლის ყოფილი მეუღლის, ნიკ ქენონისა და შემსრულებლის განქორწინების ისტორიებს. წყვილი ერთად ორ შვილს, ტყუპებს, ქალ-ვაჟს ზრდის. ნიკს როგორც ჩანს, მერაიასთან ურთიერთობა მობეზრდა – მით უმეტეს, რომ მთელი ცოლ-ქმრობის განმავლობაში მამაკაცი ქალის თაყვანისმცემლებსა და მის სექსუალურ იმიჯზე ეჭვიანობდა, ასე რომ, მათმა ქორწინებამ მორიგ სკანდალს ვეღარ გაუძლო დ დასრულდა.

ჯეიმს პეკერისა და მერაიას რომანი შედარებით ახალი დაწყებულია. როგორც ტაბლოიდებთან ინტერვიუში წყვილთან დაახლოებული ადამიანები ამბობენ, მერაია კიდევ ერთი შვილის გაჩენაზე ფიქრობს და სულაც არ მიაჩნია, რომ მორიგი ორსულობისთვის ასაკოვანია. 45 წლის ვარსკვლავი და 48 წლის ბიზნესმენი ერთად დიდ დროს ატარებენ და ურთიერთობისთვის ოფიციალური ფორმის მინიჭებაზეც ფიქრობენ.