დროთა განმავლობაში Shakira ძალიან ემსგავსება იმ ქართველ დედებს, რომლებიც შვილების თითოეულ ნაბიჯს, გადაყლაპულ ლუკმასა და ფრჩხილის წამოზრდასაც კი სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებენ. კოლუმბიელი სუპერვარსკვლავი პირველი შვილის შემთხვევაშიც ძალიან აქტიური იყო, იგივე გრძელდება Sasha-სთანაც…
ცოტა ხნის წინ Sasha 5 თვის გახდა, ბედნიერმა დედიკომ მეორე ვაჟიშვილს იუბილე მიულოცა და ფეისბუქზე ფოტოც გაავცელა – კოლაჟში აშკარად ჩანს, რომ ბავშვი მამას უფრო ჰგავს, ვიდრე დედას. თუკი Milan-ი დედის ასლია, Sasha თვალის ფერითა და სახის ფორმით ცნობილ სპორტსმენს, Gerard Piqué-ს წააგავს.
Shakira და Piqué ორი შვილის მშობლები არიან, მათგან უმროსი, Sasha ქვეყანას იანვრის ბოლოს მოევლინა, ბავშვი საკეისრო კვეთის საშუალებთ ესპანეთის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სამშობიაროში გაჩნდა, წყვილმა ამ დღისათვის თელი ერთი სართული დაჯავშნა, რათა Shakira მაქსიმალურად კომფორტულად და მშვიდად ყოფილიყო.
დედა-შვილი საავდმყოფოდან მალევე გამოწერეს, თუმცა, ფოტოების ნამდვილი ცვენა ლამის ბავშვის გაჩენის წამიდან დაიწყო. ცოტა ხნის წინ წყვილმა Milan-თან და Sasha-სთან ერთად საფეხბურთო მოედანზე გადაღებული სურათიც გაავრცელა – “Milan-ისთვის მეორე, Sasha-სთვის კი პირველი საფეხბურთო მატჩი“ – ასეთი კომენტარი დაურთეს ფეისბუქზე კოლუმბიელმა მომღერალმა და ესპანელმა ფეხბურთელმა სურათს. სხვათა შორის, Shakira გასულ წელს შვილის გაყინვაში დაადანაშაულეს – მაშინ სუპერვარსკვლავმა ბავშვი მამიკოს მატჩზე დასასწრებად მოკლემკლავიან მაირუსში გამოწყობილი წაიყვანა, როგორც იმ დღეს ამინდის პროგნოზი იუწყებოდა, ესპანეთში ტემპერატურა საკმაოდ დაბალი უნდა ყოფილიყო – პრესასაც მეტი რა უნდოდა, მომღერალი მაშინვე უყურადღებობაში დაადანაშაულეს და ბრალად ცუდი დედობაც დასდეს…