გიორგი მახარაძის რომანტიკული ახალი წელი – სად გაექცა „ბარბარე მანტკავას“ (ფოტოები)

0
2859

მსახიობი გიორგი მახარაძე, რომელმაც „ჩემი ცოლის დაქალებში“ მაქსიმეს როლით კიდევ უფრო გაიმყარა პოპულარობა, განსაკუთრებით, გოგონებს შორის, რამდენიმე წელია, შეყვარებულია. მისი რჩეული ასევე მსახიობი მარიამ ნადირაძეა, რომელიც „ჯი-დი-ეს“-ის სერიალში „პანიკის გარეშე“ თამაშობდა.

მარიამ როინიშვილთან დაშორების შემდეგ გიორგიმ სწორედ მარიამ ნადირაძესთან დაიწყო ურთიერთობა და მას შემდეგ წყვილი ერთადაა. როგორც მარიამს არაერთხელ აღუნიშნავს ინტერვიუებში, გიორგი მარიამს მის გამო არ დაშორებია და გიორგისთან მისი განქორწინების შემდეგ დაიწყო რომანტიკული ურთიერთობა.

რომანტიკა ამ წყვილის ურთიერთობაში აშკარად არის. გიორგიმ და მარიამმა საახალწლო არდადეგები მოიწყვეს და სტამბოლს მიაშურეს, სადაც რამდენიმე დღე მეგობრებთან ერთად გაატარეს. მარიამმა სოცქსელში უამრავი ფოტო დადო წვიმიანი სტამბოლიდან. ერთ-ერთ ფოტოზე შეყვარებულები ერთმანეთს კოცნიან.

ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ მარიამსა და გიორგის ასევე მსახიობმა, თინა მახარაძემ დაუწერა:

„დიმუს და საკუთარი თავის მერე თქვენ ყველაზე ძალიან მომწონხართ და მოწონებამდე ჯერ კიდე როდის მიყვარდით <3 HNY!“ იხილეთ ფოტოგალერეა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here