დები კარდაშიანების უმცროს წარმომადგენელს, კაილის ოჯახური სენი გადაედო – ვარსკლავური დაავადებით შეპყრობილი გოგონა წვეულებებზს დაცვის გარეშე არ ესწრება, ქუჩაში მარტო გასვლაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. როგორც ყვითელ მედიაში ხუმრობენ, კაილის გაფუჭება გარდაუვალი იყო, მას ხომ მაგალითად ისეთი ნიმუშები ჰყავს, როგორებიც კრის ჯენერი, მისი უფროსი ქალიშვილი, კიმი, ქლოე და კორტნი კარდაშიანები და საკუთარი მამა, ამჯამად უკვე ქალად გარდასახული კეიტლინ ჯენერია. მოკლედ, კაილის ბედი წინასწარვე იყო დაწერილი – გოგონა თავისი ახირების გამო კი საკმაოდ უსიამოვნო ინციდენტში გაეხვა, მოუწია ბოდიშები მოეხადა.
ერთ-ერთ ღონისძიებაზე კაილი რა საკვირველია პირადი მცველების თანხლებით გაემართა, ამავე ივენთს ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობი ჯესიკა ალბა ესწრებოდა. ჯესიკა მეგობრების მოკითხვითა და საუბრით იყო გართული, როდესაც კაილის დაცვამ მას ხელი ჰკრა და გზიდან ჩამოიშორა.
ინციდენტს რა თქმა უნდა დიდი გამოხმაურება მოჰყვა, სოციალურ ქსელებში ჯენერისთვის ლანძღვა-გინება არ დაუკლიათ, გოგონა ვარსკვლავური სენით დაავადებულად შერაცხეს და განაცხადეს, რომ ახალგაზრდა მოდელი დაიკოების გზას ადგას. თუმცა, პატარა კაილის უფროსი დებისგან ის მაინც განასხვავებს, რომ შეცდომების აღარიება არ უჭირს – სახლში მისულ ჯესიკა ალბას გოგონამ თაიგული დაახვედრა, მოგვიანებით ჯესიკამ ინსტაგერამის საშუალებით ჯენერს მადლობა გადაუხადა და მცირე ინციდენტიც ორ სელებრითის შორის ასე ამოიწურა.