მომღერალი ზურა ხაჩიძე მათ შორის მოხვდა, ვინც თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ საახალწლო ღონისძიებაზე ვერ მოხვდა, ამასთან დაკავშირებით მან ჟურნალ სარკესთან ისაუბრა.
“მერია არ გვწყალობს. არასდროს გვეძახის თავის მიერ ორგანიოზებულ კონცერტებზე. აღარც ვაპროტესტებ და აღარც ვდარდობ. დავიღალე ამაზე ლაპარაკით. თუ ვინმეს ეძახიან ღმერთმა სიკეთეში მოახმაროს კონცერტიც და სიმღერის ჩაწერაც. თუმცა არაპროფესიონალიზმია, როცა რეიტინგული მომღერლები არ გაგყავს კონცერტზე, პლუს ისეთ ღონისძიებას ატარებ, რომელიც არ შეეფერება ქალაქს და მხოლოდ 500 კაცი ესწრება. კონცერტს რომ ვუყურებ მერე ვამბობ, კარგია მონაწილეობა რომ არ მივიღეთ მეთქი“ – აცხადებს მომღერალი.