საახალწლო დღეებში პროექტი „მუზამე“ და Spacehall დატვირთულ სადღესაასწაულო რეჟიმზე გადადის. 31 დეკემბრის ღამეს Jay-Jay Johanson-ისა და ქართველი არტისტების მოსმენას შეძლებთ, 1 და 7 იანვარს კი საქართველოს David August და Magda ეწვევიან.
JAY-JAY-მ 20-წლიანი კარიერის განმავლობაში სახელი სპეციფიკური ვოკალითა და პოპის, ელექტრონული მუსიკის, თრიფ-ჰოფისა და საორკესტრო არანჟირების სინთეზით გაითქვა. მის ანგარიშზე 10 სტუდიური ალბომია. JAY-JAY-ს ვოკალი კი მსმენელში სენტიმენტალურ ემოციებს აღძრავს. მუსიკოსი საქართველოს მეორედ სტუმრობს.
Johanson-თან ერთად ახალი წლის ღამეს მსმენელის წინაშე წარდგება ქართული პროექტი, The Bearfox – ალტერნატიული ინდი-როკ ჯგუფი. მათი პირველი ალბომი 2014 წელს გამოვიდა და მალევე მოიპოვა პოპულარობა ქართველ მსმენელში.
31-ის ღამეს შეძლებთ მუსიკოსის, პოეტისა და სამოქალაქო აქტივისტის, ეკო დეისაძის მოსმენას.
ახალი წლის ივენთზე Spacehall-ის სცენა დაეთმობა პროექტს MOKUMOKU. მათი დებიუტი 2014 წელს შედგა, თუმცა 2 წლის განმავლობაში დუო ბენდად გარდაიქმნა და ჰიპ-ჰოპისა და თრიფ-ჰოიპს ნაზავს ფანქისა და ინდასტრიალის ელემენტები შემატა. 31 დეკემბრის ღამეს ივენთი სტარტს პირველ საათზე აიღებს.
1-ელ იანვარს Spacehall-ი David August-ს უმასპინძლებს.
თანამედროვე ელექტრონული სცენის ვარსკვლავი დიჯეისეტით წარდგება მსმენელის წინაშე. 2013 წელს კონცეპტლუარული ალბომის, Times-ის გამოშვების შემდეგ David August-მა შემოქმედებაში ინსტრუმენტული მუსიკისა და საკუთარი ვოკალის გამოყენება დაიწყო. 2014 წელს ის ონლაინ გამოცემამ, Resident Advisor-მა, 5 საუკეთესო ლაივშემსრულებელთა სიაში შეიყვანა.
7 იანვრის ღამეს Spacehall-ში შეკრებილი მსმენელი ცნობილ პოლონელ დიჯეისა და პროდიუსერს Magda-ს მოისმენს. არტისტი დეტროიტში, ტექნოს სამშობლოში გაიზარდა. ის 1998 წელს ცნობილ ლეიბლს, M-Nus-ს შეუერთდა და მალევე გაითქვა სახელი. მისი შემოქმედება მრავალფეროვანი მუსიკალური ჟანრების მიქსითა და საშემსრულებლო ტექნიკით გამოირჩევა. ივენთი სტარტს 23:00 საათზე აიღებს.