ანრი ჯოხაძე ლოპოტაზეა, სადაც გადაღებებში მონაწილეობს, თუმცა მომღერალმა დასვენებისთვისაც გამონახა დრო. რასაკვირველია, ამ ვოიაჟს რამდენიმე კარგი ფოტოს გარეშე არ ჩაუვლია, მათ შორისაა ფოტო, რომელმაც მისი „ფეისბუქ“-მეგობრების მოწონება დაიმსახურა და ეპატაჟურია, როგორიც ყოველთვის გახლავთ ანრი.
ფოტოზე მომღერალი განცხრომით წევს ჯაკუზიში, წარწერა კი ასეთია – „და მე არ მინდა სხვა ნეტარება…“. ფოტოს კომენტარებში აღნიშნულია, რომ ეს მისი მორიგი კლიპისთვის კარგი კადრი იქნებოდა, რასაც ანრი სიამოვნებით დაეთანხმა.