საუკეთესო ქართველი სპორტსმენი, მორაგბე მამუკა გორგოძე, ყვითელ პრესას დიდად არ სწყალობს. გორგოძემ საახალწლოდ გამონაკლისი დაუშვა და მეუღლესთან ერთად ჟურნალ „ჰელოუს“ ობიექტივის წინ იპოზიორა. ცნობისთვის, ქართველი ბორჯღალოსანის მეუღლე, ინტერვიუებზე ყოველთვის უარს ამბობს და ეს ერთადერთი გამონაკლისია. ფოტოებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მომხმარებლები წერენ, რომ მამუკა გორგოძე საუკეთესო ადამიანია.