„ნიჭიერის“ სცენაზე გუშინ უცნაური იმიჯის მქონე ქართველი მუსიკოსები, სანდრო გოგობერიშვილი და თეონა კვირჭიშვილი გამოჩნდნენ. მათ ოთხი კი დაიმსახურეს და პროექტის შემდეგ ტურში გადავიდნენ, თუმცა ნახევარფინალში მაინც ვერ მოხვდნენ. როგორც სანდრომ და თეონამ „მიუზიკ ბოქსს“ განუცხადეს, მათ ერთმანეთი პროექტისთვის გაიცნეს და შემდეგ მუსიკალური დუეტი შექმნეს.
– როგორ შედგა თქვენი დუეტი?
მე და თეონა წლებია ვმეგობრობთ, მეგობრობის გარდა გვაერთიანებს გოთიკური სუბკულტურა და ხელოვნება.. თეონა მევიოლინეა მე თვითნასწავლი მომღერალი. აქამდე ცალცალკე ვმოღვაწეობდით და გვქონდა პატარ პატარა კონცერტები, თუმცა ფართო საზოგადოების წინაშე ესეთ დიდ სცენაზე, არასოდეს გამოვსულვართ. თავდაპირველად დუეტის იდეა ჩემგან გაჩნდა. ვიფიქრე, რომ “Sweet Dreams” ამ მუსიკალირ კომპოზიციას და ჩემს ვოკალს ძალიან მოუხდებოდა ვიოლინო, რომელმაც ამ სიმღერას უფრო გოთიკური ელფერი და საინტერესო ჟღერადობა შემატა. დიდი ხანი ვმუშაობდით ამ სიმღერაზე, დიდი შრომა ჩავდეთ გავაკეთეთ ჩვენებური ვერსია სრულიად ახლებული ისეთი, როგორიც აქამდე არ ყოფილა.. ვფიქრომ, რომ ქართველი საზოგადოებისთვის ეს იყო სიახლე, აქამდე ამ ჟანრის კონკურსანტები არ ყოფილან ნიჭიერში, ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ სწორედ ამ მუსიკალური დუეტით მიგვეღო მონაწილეობა, ნიჭიერის სახალხო პროექტში, რამაც გაამართლა.
– როდის დაინტერესდით როკ-მუსიკით?
– როკ-მუსიკით 14 წლის ასაკში დავინტერესდი. შემდეგ ჩემი სტილი ჩამომიყალიბდა. ჩვენი იმიჯის მიღმა, ბევრი საინტერესო რამ იმალება. მიყვარს უპატრონო ცხოველები და მათი მოვლით ვარ დაკავებული. ცხოველების დაცვის აქციებშიც ვიღებ მონაწილეობას. მუსიკა ჩემთვის ყველაფერია და მინდა ამ სფეროში მსოფლიო წარმატებას მივაღწიო.
– რატომ აირჩიეთ ეს სასცენო ფსევდონიმი და იმიჯი?
– იმიჯი კონკრეტულად ნიჭიერისთვის არ ამირჩევია, მე გოთი ვარ, 9 წელია გოთიკურ სუბკულტურაში ვარ, ეს ჩემი ცხოვრების სტილია და შინაგანი მდგომარეობა. რაც შეეხება ჩემს სასცენო ფსევდონიმს, ხშირად მამსგავსებენ ყველაზე სკანდალურ და ეპატაჟურ მომღერალ მერლინ მენსონს, როგორც ვიზუალით, ასევე ხმის ტემბრითაც. მისი შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელი ვარ, მან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე და სამყარო სხვა კუთხით დამანახა, თუმცა მხოლოდ ამიტომ არ დამირქმევია ქილერ მენსონი, ამას თავისებური ახსნა აქვს ქილერ იმიტომ, რომ ეს არის ერთგვარი პროტესტი სამყაროს მიმართ, მე ვარ სტერეოტიპების და დოგმატური აზროვნების მკვლელი.. რა თქმა უნდა გადატანითი მნიშვნელობით…