ჰარი სთაილსი სოლო კარიერისთვის დიდი მონდომებით ემზადება. როგორც ერთ-ერთი ტაბლოიდი წერს, მუსიკოსმა უკვე ოცზე მეტი სოლო სინგლი ჩაწერა და მალე მსმენელს სადებიუტო ალბომსაც შესთავაზებს. ეს ყველაფერი კი მას შემდეგ მოხდება, რაც One Direction საბოლოოდ დაიშლება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის აგვისტოს მიწურულს ბოი ბენდმა დაშლის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა, სადაც ნათქვამია, რომ ჯგუფი არსებობას 2016 წლის მარტში შეწყვეტს. ამის შემდეგ კი One Direction-ის წევრები სოლო კარიერის აწყობას შეეცდებიან – სხვა საქმეა როგორ გამოუვათ მათ ეს.
თუმცა ბენდის ფანებისთვის კარგი ამბებიც გვაქვს – მიმდინარე წლის ბოლომდე ოთხეულის ახალი ალბომის რელიზია დაგეგმილი, მაგრამ ტურნე, რომელიც ამ უკანასკნელის მხარდასაჭერად 2016 წელს უნდა გამართულიყო აღარ შედგება – ინფორმაციას ამის შესახებ ბენდის წარმომადგენლები ავრცელებენ…
იხილეთ ჰარი სთაილსის უახლესი ფოტოები…