პრეზიდენტის ქალიშვილი, ანა მარგველაშვილი სტუდენტი აღარ არის. ანამ Gipa-ს უნივერსიტეტი, რამდენიმე დღის წინ დაამთავრა. ის უკვე დიპლომიანი მენეჯერია. ანა თავდაპირველად რუსეთში სწავლობდა, თუმცა ერთწლიანი სწავლის შემდეგ, მოულოდნელად მამასთან დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო და სასწავლებლად თბილისში დაბრუნდა. ანამ სწავლის დამთავრება სხვა სტუდენტებთან ერთად, მარჯანიშვილის თეატრში აღნიშნა, სადაც სტუმრად პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილიც იმყოფებოდა.
https://www.instagram.com/p/BOHlWCsjU_9/?taken-by=annamargvela&hl=en
https://www.instagram.com/p/BOFrng5DrHV/?taken-by=annamargvela&hl=en
https://www.instagram.com/p/BOFrPlpDYii/?taken-by=annamargvela&hl=en