ელი გოლდინგმა გაიხადა – თანაც სრულიად უფასოდ, თუმცა ვინ იცის, მისი ეს ქმედება შესაძლოა წლის ყველაზე შემოსავლიანი ნაბიჯიც კი აღმოჩნდეს. ახლახან ინტერნეტში გამოჩნდა ფოტოები, რომლებზეც შემსრულებელი ნახევრად შიშველი პოზირებს, მაგრამ ეს რომელიმე ჟურნალისთვის გადაღებული ფოტოები არ გეგონოთ – ახლო მომავალში მომღერლის ახალი ალბომის რელიზია დაგეგმილი, ზემოთხსენებული სურათები კი მისი პრომო კამპანიის ნაწილი გახლავთ.
მუსიკოსის რიგით მესამე სტუდიური ალბომი, რომლის სახელწოდებაც “Delirium” გახლავთ, გაყიდვაში მიმდინარე წლის 6 ნოემბერს ჩაეშვება. დისკის სტანდარტულ ვერსიაში 16 სიმღერა იქნება შესული, რომელთაგან ერთ-ერთი – “On My Mind” უკვე გამოჩნდა მუსიკალურ მაღაზიებში. ამავე ალბომში არის შესული მომღერლის უკანასკნელი ჰიტი – “Love Me like You Do”…
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გოლდინგმა მეიჯორ ლეიზერთან ითანამშრომლა და ერთობლივი სიმღერა “Powerful” ჩაწერეს. ნამუშევარზე შექმნილი ვიდეო საკმაოდ მალე აიტაცა მსმენელმა და სინგლიც დიდი წარმატებით მიიწევს ცარტების მოწინავე პოზიციებისკენ…