რიანას რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ფანი ჰყავს საიდუმლოს სულაც არ წამოადგენს, თუმცა როგორც ირკვევა მომღერალი სულაც არ თვლის, რომ მისაბაძი მაგალითია. “ტეილორი მისაბაძი მაგალითია. მე არა“ – სწორედ ასეთი განცხადება გააკეთა ბარბადოსელმა ლამაზმანმა ერთ-ერთ გამოცემასთან საუბრისას.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ტეილორ სვიფტმა რირი თავის კონცერტზე მიიწვია და სცენაზე მასთან ერთად სიმღერა შესთავაზა, რასაც “Blank Space”-ის შემსრულებელი ბოლო დროს ხშირად აკეთებს ხოლმე. ორიოდე დღის წინ მის გამოსვლას ჯულია რობერტსიც კი სტუმრობდა, მაგრამ როგორც ჩანს რიანა სულაც არ თვლის, რომ მისი ადგილი ტეილორს გვერდით არის, მაგრამ ეს იმ ფაქტს მაინც არ ცვლის, რომ რირის მილიონობით ადამიანი მისაბაძ მაგალიტად თვლის…
“NME” – ეს იმ ჟურნალის სახელწოდებაა, რომლის ახალი ნომრის გარეკანსაც რიანა ამშვენებს. მომღერალი თეთრ მაისურშია გამოწყობილი, რომელსაც წარწერა “უფასო“ ამშვენებს – სანამ იმაზე დაიწყებთ ფიქრს, თუ რას უნდა ნიშნავდეს ეს წარწერა გეტყვით, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ გამოცემის ახალი ნომრის ღირებულებაა. რირი რა თქმა უნდა ამჯერადაც არ ღალატობს ჩვეულ სტილს და პრიალა გარეკანზე მისი სახე კვამლშია გახვეული…
ჟურნალში მკითხველი რიანას ექსკლუზიურ ინტერვიუსაც აღმოაჩენს, რომელიც ძირითადად მისი და ტეილორის შედარებებს უკავშირდება…