ცნობილი ფეხბურთელის, ალექსანდრე ამისულაშვილის და ნინი ზარქუას უფროსი შვილი იუბილარია. საბა ამისულაშვილი დღეს ათი წლის გახდა. მშობლებმა ბავშვს სიურ-პრიზი გაუკეთეს და მოულოდნელად, ტორტით მიულოცეს დაბადების დღე. ნინი ზარქუამ შვილს დაბადების დღე სოციალურ ქსელშიც მიულოცა: “რა მალე გადის დრო!! საბუ უკვე 10 წლისაა, მე კიდე სულ რამოდენიმე დღეში 29 მივუკაკუნებ.”