მსახიობი მიშა მესხი, რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, სახალხოდ გუშინ გამოჩნდა. მან ეკა ხოფერიას კითხვებს უპასუხა, სადაც იმის შესახებ ისაუბრა, როგორ ცხოვრობს ახლა. აღმოჩნდა, რომ მსახიობს ბოლო დროს ფილმებში აღარ იღებენ. „კიდევ კარგი „ოსკარი“ არ მომცეს, თორემ ალბათ დამხვრიტავდნენ.
კინოსფერო ჩაკვდა. ერთი ჩავარდნა კი მქონდა, როცა უკრაინის კადრები გავრცელდა, მაგრამ მას შემდეგ ჩემი ცხოვრება შეიცვალა, ყველას შეუძლია გადაამოწმოს. ფხიზლად ვცხოვრობ. ჩემი ცხოვრების სტილი შევცვალე. ფეხბურთის მხარეს გადავინაცვლე. ქვეყანა, სადაც ფეხბურთით ცხოვრობდნენ, ფეხბურთი აღარ არსებობს. ვაკელი ბიჭი ვარ, თოხი და ბარი ჩემგან შორს არის, მაგრამ არ არის გამორიცხული სოფლის მეურნეობით დავკავდე და ამ თემატიკის არხი გავაკეთო“ – განაცხადა მსახიობმა. ეკა ხოფერიამ მიშა მესხს ია სუხიტაშვილზეც დაუსვა შეკითხვა, მაგრამ მან ამ თემაზე საუბარი არ ისურვა.