“American Horror Story”-ის მეხუთე სეზონის პრემიერა ახლოვდება

0
118

განა რომელი ფილმი შეესაბამება ლეიდი გაგას იმიჯსა და ცხოვრების სტილს ისე, როგორც “American Horror Story”. შემსრულებელი ახლ სეზონში, სახელად “Hotel”, ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს – ის იმ სასტუმროს მეპატრონეს განასახიერებს, რომელშიც საშინელებათა ჟანრის სერიალის მოვლენები განვითარდება. სიახლის შესახებ პროექტის ავტორებმა დიდი ხანია გაამხილეს, თუმცა, სოციალურ ქსლებეში სულ ახლახან გამოჩნდა ტრეილერი, რომლის მთავარი გმირიც ლედი გაგა გახლავთ. თიზერი მთლიანად რამშტაინის “Du Hast”-ის ფონზეა აწყობილი, რამდენიმე ეპიზოდში კი თეთრ ბოამოგდებული გაგა მერილინ მონროს ბაძავს.

მთელი მსოფლიო “ამერიკული საშინელებათა ისტორიის“ მეხუთე სეზონის მოლოდინშია. ამ დროისთვის ფილმის 51 ეპიზოდია გამოსული, ნამუშევარში მთავრ როლებს ისეთი მსახიობები ასრულებენ, როგორებიც ჯესიკა ლანჟი, დილან მაკდერმოტი, კონი ბრიტონი არიან. ფილმის ავტორები რაიან მერფი და ბრედ ფელჩაკი არიან. სერიალი საკაბელო ტელევიზიის, “FX”-ის საშუალებით გადის.

ლეიდი გაგა მეხუთე სეზონის ახალი წევრია, დედა მონსტრის ფილმში გამოჩენა ჯერ კიდვე რამდენიმე თვის წინ დაანონსდა. რაც შეეხება ტრეილერს – გაგას და რამშტაინის შერწყმა იმდენად საინტერესო გამოვიდა, არაა გამორიცხული გერმანულმა ბენდმა და ამერიკელმა ეპატაჟურმა შემსრულებელმა ოდესმე ითანამშრომლონ კიდეც.