ნინა წკრიალაშვილმა დიდი ხნის ნანატრი სიყვარული იპოვა!.. –„მგონია, რომ სამუდამოა…“

0
10451

მომღერალმა და ტელეწამყვანმა, ნინა წკრიალაშვილმა „მუზიკბოქსს“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გაუმხილა იმ დიდი სიყვარულის შესახებ, რომელიც დიდი ხანია, არ არის, რაც ეწვია, მაგრამ თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს.

ახალ წელს როგორი განწყობით ხვდები?

ნინა:

მშვიდად ვარ. აღარ მაქვს დეპრესია, არ ვიცი, რატომ. მგონი, ბოლო 12 წლის განმავლობაში პირველად არ მაქვს დეპრესია. ძალიან მიკვირს… კარგად ვარ და ძალიან ბედნიერი.

მიუხედავად იმისა, რომ კონცერტები არ გაქვს?

არა, სამწუხაროდ. უაზრო კონცერტისთვის რეგიონში ვერ წავალ. არც მქონია შემოთავაზება, არავინ მეხვეწება, სიმართლე რომ ვთქვა. თუ იქნება ნორმალური შეთავაზება კორპორატიულ საღამოში მონაწილეობაზე, აუცილებლად დავთანხმდები.

ახალი წლის რა ტრადიცია გაქვს?

ის, რომ სახლში ვერასდროს ვხვდები. ამ დღეს სულ ვმუშაობ. სიამოვნებით შევხვდებოდი ახალ წელს ოჯახთან ერთად, მაგრამ 31-ში მუდამ მუშაობა მიწევდა…

15403121_1426059624101110_1872898537_n-1შენი შვილი, სანდრო, როგორ გაიზარდა…

ძალიან… იქით მივლის უკვე. 19 წლის ხდება. სულ ამას ვამბობ, ერთადერთი, რაშიც ცხოვრებაში გამიმართლა, ჩემი შვილია. იმდენად ჩამოყალიბებულია და სწორად ფიქრობს… ჩვენ შენიშვნებს ერთმანეთს მხოლოდ მაშინ ვაძლევთ, თუკი აზრს ვეკითხებით. ვბერდები უკვე, ჩემი ცხოვრება, შეხედულებები და ჩვევები მაქვს, ეს კარგად აქვს გააზრებული. თუკი რაიმე სერიოზული ხდება ჩვენს პირად ცხოვრებაში, აუცილებლად ვუზიარებთ ერთმანეთს.

ჭორი გავრცელდა, ნინა შეყვარებულიაო…

მართალია. შეყვარებულია… ძალიან ბევრის ლაპარაკი არ მინდა ამ ეტაპზე, მაგრამ პირველად ცხოვრებაში მეშინია, ისეთი ბედნიერი ვარ. პირველად მაქვს, დედას გეფიცები, იმის შეგრძნება, რომ ეს არის სამუდამო… მგონი, მართლა ვიპოვე ისეთი ადამიანი, როგორიც მთელი ცხოვრება მინდოდა, არც მეტი და არც ნაკლები. როგორი ნამდვილი ადამიანია, არ იცი…

პირველად ვგრძნობ, რომ ქალი ვარ. ბავშვობის მერე არ მიგრძნია ეს უდარდელობა, რაც მამასთან ერთად აღარ ვცხოვრობ და ეს დამიბრუნდა. მივლის, როგორც ბავშვს, რაც თურმე ყველას სჭირდება. არ მინდა, რომ ვიყო ძლიერი, მინდა, რომ მომიარონ. მეორე – არ ვფიქრობ, რა და როგორ ვთქვა, ისეთი მიმიღო, როგორიც ვარ… არასდროს ვარ დაძაბული, ყველაფერზე ვსაუბრობ, თბილია, ტკბილია, ყურადღებიანია, აქცს იუმორის კარგი გრძნობა. არ მეშინია ამის თქმა. პრობლემებიც თავისით გვარდება უკვე, აღარაფერზე ვნერვიულობ…

როდის გაგვიმხელ მის ვინაობას?

ცოტა ხანში. რამდენიც უნდა ვმალო, მაინც არ გამომივა.

ავი თვალის ხომ არ გეშინია?

აი, როგორი სამაჯური მაქვს? მან მაჩუქა, რომ თვალი არ გვეცეს.

ნინო მურღულია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here