ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა ცოტა ხნის წინ ფსიქოლოგს მიმართეს – არა ოჯახური და ურთიერთობების მოსაგავრებლად, არამედ საკუთარი ქალიშვილის უკეთ გასაგებად – მათი გოგონა, 9 წლის შაილო აგერ უკვე წლებია ამტკიცებს რომ ბიჭია, მოითხოვს თმები მხოლოდ მოკლედ შეჭრან, კატეგორიულად გამორიცხავს ვარდისფერი სამოსის ჩამცას და თოჯინებით თამაშს მანქანები ურჩევნია, თავს განსაკუთრებულად კომფორტულად შავ შარვალ-კოსტუმსა და ცისფერ ზედეტანში გრძნობს.
შაილოს ბიჭობა უნდა – გოგონას ახირება მშობლებს თავდაპირველად უბრალოდ ასაკობრივი გამოხტომა ეგონათ, თუმცა, ლამაზმანი უკვე 9 წლისაა და კვალვ იგივეს ითხვოს, ამტკიცებს რომ, როგორც კი გაიზრდება, სქესს შეიცვლის. შვილის მოთხოვნები გახდა იმისი მიზეზი, რომ ჯოლი და პიტი თავისი ეკრანული მისტერ და მისის სმიტის არ იყოს, ოჯახის ფსიქოლოგს ეწვივნენ. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, მათი დახმარება პროფესიონალმაც კი ვერ შეძლო – შაილო ტრანსგენდერია, თუ უბრალოდ ახირებული გოგონა ამას მხოლოდ მაშინ გაარკვევთ, როდესაც გოგონას გარდატეხის ასაკი დაიწყებაო – განუცხადა თერაპევტმა ცოლ-ქმარს.
ანჯელინასა და ბრედს თავისი ქალიშვილი ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან ეყვარებათ, თერაპევტს კი იმიტომ ეწვივნენ, რომ არ იციან, როგორ მოქცევა სჯობს – ამბობს ერთ-ერთ ამერიკულ ტაბლოიდთან წყარო. ისინი შაილოს ნებისმიერ შემთხვევაში მხარში ამოუდგებიან – ამტკიცებს წყვილის ოჯახთან დახლოებული ადამიანი და თერაპევტის რჩევასაც ამხელს. ფსიქოლოგის თქმით, გოგონას სანაცნობი წრის გაფართოება სჭირდება – წყვილის ბავშვები განათლებას სახლში იღებენ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ შაილოს თანატოლებიდან მხოლოდ და-ძმასთან უწევს ურთიერთობა. მშობლებმა ისიც დააფიქსირეს, რომ დებთან, ვივიანთან და ზაჰარასთან თამაშზე მეტად შაილოს მედოქსთან, პაქსთან და ნოქსთან ერთად ყოფნა ურჩევნია.
ცოლ-ქმარს შვილების გაზრდაში არანაირი სერიოზული შეცდომა არ დაუშვია – ასე ფიქრობს თერაპევტი, ამბობს უცნობი წყარო. ასე რომ, ჯოლისა და პიტს თავის დადანაშაულება შვილის არჩევანში ნამდვილად არ მოუწევთ. როგორც ჩანს, შაილო ექსცენტრულობით დედიკოს დაემსგავსა. ენჯი ხომ სულ რაღაც 13 წლის იყო, როდესაც საცხოვრებლად ბოიფრენდთან ერთად გადავიდა და არც მომდევნო წლების განმავლობაში შეუწყვეტია საზოგადოების შოკირება. ასე რომ, სულაც არაა გამორიცხული შაილო უბრალოდ მშობელ დედა ემსგავსება ექსცენტრულობაში. თუმცა, გოგონას გადაწყვეტილებას ნათელი მაინც რამდენიმე წელიწადში მოეფინება – როცა ზუსტად გადაწყვეტს, სურს კვლავ მდედრობით სქესს წარმოადგენდეს, თუ ბიჭობას მოისურვებს. მისი მშობლები კი საყვარელი შვილის გადაწყვეტილებას ნებისმიერ შემთხვევაში გაგებით მოეკიდებიან.