პოეტი რატი ამაღლობელი “საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ კიდევ ერთი გადაცემის წამყვანი იქნება. “კაცების დრო“ ასე ჰქვია გადაცემას, რომელსაც რატი ამაღლობელი გურამ შეროზიასთან და ოთარ შამათავასთან ერთად წაიყვანს. გადაცემა ეთერში გავა ყოველდღე, სადაც წამყვანები აქტუალურ თემებს განიხილავენ. შეგახსენებთ, ამავდროულად რატი ამაღლობელი საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა „სიტყვების თამაშის“ წამყვანიც არის.