მსახიობი ნინო ოკუჯავა, მაყურებელმა სერიალიდან “ჩემი ცოლის დაქალები“ გაიცნო, სადაც ის მაიკოს როლს ასრულებს. ნინომ ჟურნალ “თბილისელებს“ ინტერვიუ მისცა, სადაც მისი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდზე ისაუბრა. “ყველაზე აფექტური მაშინ ვიყავი, როდესაც მამაჩემი გარდაიცვალა. მას ფილტვზე სიმსივნე ჰქონდა და ერთი წელი, ლოგინად იყო ჩავარდნილი. მამა ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი იყო, ბევრი რამ მისთვის მითქვამს და დედასთვის არა. ბოლო ერთი თვე საერთოდ არ გავდიოდი სახლიდან, ტკივილები რომ აწუხებდა ერთად ვათენებდით ღამეებს. დღემდე არ ვუღრმავდები იმას, რომ მამა გარდაიცვალა. ახალ მობილურს რომ ვყიდულობ მამას ნომერს ვწერ. ბევრჯერ დამირეკავს, იქნებ გავიდეს-მეთქი. დღემდე მგონია ჩემთანაა. ხშირად მესიზმრება და ძველებურად ვჭორაობთ სიზმარში“ – აცხადებს მსახიობი ინტერვიუში.