ქეთი ფარესაშვილმა და ლაშა ღლონტმა, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საზოგადოებას ახალი მუსიკალური რგოლი წარუდგინეს. მათ უჩვეულო დუეტი ჩაწერეს, რომელზეც კლიპი ეკა ხოფერიას გადაცემის შემოქმედებითმა გუნდმა გადაიღო და პრემიერა გუშინ საღამოს შედგა.
როგორც ლაშა ღლონტმა „მიუზიკ ბოქსს“ განუცხადა, ერთობლივი სიმღერის ჩაწერის იდეა მომღერლებს, დიდი ხნის წინ გაუჩნდათ.
„მე და ქეთიმ უჩვეულო დუეტი ჩავწერეთ, გვინდოდა ის თავის ჟანრში ყოფილიყო წარმოდგენილი კლიპში, უფრო ბრაზილიურ სტილში, მე კი ჩემებურად, თავიდან მართლაც ასე დავიწყეთ გადაღება, მაგრამ ბოლოს როლებიც გავცვალეთ და ვფიქრობ საინტერესო ვიდეორგოლი გამოვიდა“ – განაცხადა ლაშა ღლონტმა.
https://www.youtube.com/watch?v=vZ51AGTRe9c