სელენა გომესის უახლესი ფოტოსესია

0
38

ჟურნალი “Wonderland” 10 წლის იუბილეს სელენა გომესთან ერთად აღნიშნავს. რამდენიმე საათის წინ ინტერნეტში მომღერლის ახალი ფოტოები გამოჩნდა, რომელიც გამოცემის ახალ ნომერში, გომესის ინტერვიუსთან ერთად დაიბეჭდება.

მოდური გამოცემისთვის მომღერალმა ახალი იმიჯი და ნიუ იორკის მოდის კვირეულზე წარმოდგენილი რამდენიმე ლუქი მოირგო. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თუკი ბოლო პერიოდში სელენა სექსუალური გოგონა იყო, ჟურნალის ფოტოსესიისთვის მან ცოტა ბავშვური ვიზუალი მოირგო.