დაშორდა თუ არა ნუკი კოშკელიშვილი ქმარს?

0
5919

ნუკი კოშკელიშვილის პირადი ცხოვრება ყოველთვის განხილვის საგანი იყო, თუმცა საზოგადოება ბოლო პერიოდია აქტიურად განიხილავს მისი ქმართან განშორების ამბავს. საქართველოსთან შედარებით, ამერიკაში რთულია სამსახურის დაწყება, ამიტომ მოდელი და ტელეწამყვანი ცდილობს იაროს ბევრ ქასთინგზე. “მუღამიანი და აზარტული უნდა იყო, რომ თავიდან აუწყო ცხოვრებას ფეხი“. ნუკი იმედს იტოვებს, რომ ამერიკაში ყველაფერი შესაძლებელია და ჰოლივუდშიც მოხვდება. “ამბობენ, თუ აქ რამეს გააკეთებ, მერე ყველგან ყველაფერს გააკეთებო. მე კიდევ ყველგან ვიყავი და ახლა, აქ ვცდი ბედს“.

რაც შეეხება წყვილს, ისინი ისევ ერთად არიან და არ დაშორებულან. “დაშორება არის ჭორი და სისულელე, ოღონდ საიდან დაიწყო, არც ვიცი. ალბათ, ვარაუდობენ – ვაი და გაარტყან, მაგრამ ნურას უკაცრავად, მეგობრებო, არ დავშორებულვართ და არც ვაპირებთ“. როგორც ნუკი ამბობს, ისევ ისეთ ეიფორიაში არიან, როგორშიც იყვნენ ახალდაქორწინებულები. “თითოეული ნაბიჯი ოჯახურ ცხოვრებაში ძალიან ტკბილია“ – აცხადებს ნუკი ჟურნალ “თბილისელებთან“.

52904733

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here