თაკო ჩხეიძის სამოდელო სააგენტოს “ჯეომოდელსის“ მოდელი, ანა შელია მსოფლიოს ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. ანა ცნობილი კოსმეტიკური ბრენდის “Divine“-ს სახე გახდა. მისი ბილბორდები ევროპის ქვეყნების ქუჩებში, რამდენიმე დღის წინ გააკრეს. როგორც ანამ “მიუზიკ ბოქსს“ განუცხადა “Divine“-ის ბრენდისთვის ის შარშან გადაიღეს, ანა გადაღებებისთვის ლონდონში იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ ანა შელია ცნობილი ქართველი მოდელის, ლიკა კვარაცხელიას ქალიშვილია. ის ცოტა ხნის წინ, “Etam“-ის ჩვენებაზეც გამოვიდა. სადაც გვერდს “ვიქტორია სიქრეთის“ მოდელები უმშვენებდნენ.