Cameron Diaz-ი მზადაა პირადი ბედნიერების გამო კარიერა დათმოს – სწორედ ასეთი შოკიმსომგვრელი ამბავი გაავრცელეს ტაბლოიიდებმა. შოუბიზნესური ისტორიებით დაინტერესებულებს, ჯერ Angelina Jolie-სა და Brad Pitt-ის განშორება ვერ მოენელებინათ, როცა გაირკვა, რომ პირველი შვილის გამო 42 წლის ქერა ლამაზმანი კინოში გადაღებას წყვეტს, ყოველ შემხდვევაში უახლოეს მომავალში მაინც.
როგორც ირკვევა, Cameron-მა აგენტებსა და მენეჯერებს კატეგორიულად მოსთხოვა, ცოტა ხნით მაინც შეეშვან და როგორი მაღალი ჰონორარიც არ უნდა შესთავაზონ, სცენარების გზავნას თავი დაანებონ – Benji Madden-ი, Good Charlotte-ის გიტარისტი და “ჩარლიზ ანგელოზების“ ვარსკვლავი რამდენიმე თვის წინ, იანვარში დაქორწინდნენ და Cameron-ის სახლში ცხოვრობენ, წყვილი თავს ბედნიერად გრძნობს და შვილის ყოლასაც ფიქრობს.
სწორედ იმ პერიოდში, როდესაც მათი ქორწინების ამბავი გახდა ცნობილი, ყვითელმა გამოცემებმა ტრადიციულად დაასკვენს, რომ Diaz-ი შვილს ელოდებოდა, მათმა ნაწილმა ისიც კი განაცხადა, რომ სულ მალე მსაიხობი ორი შვილის დედა გახდებოდა, თუმცა, გაირკვა, რომ Cameron-ისთვის შვილი უხლოეს მომავალში მხოლოდ და მხოლოდ პერსპექტივაა, მიუხედავად ამისა, მსახიობი ცდილობს მეტი დრო ნანატრ ოჯახში გაატაროს – Diaz-ი ხომ მრავალი წარუმატებელი ურთიერთობის შემდეგ ძლივს თავს ბედნიერად გრძნობს, ამიტომ, უნდა ოჯახს სრულფასოვანი სახე მისცეს.