ცნობილი ქართველი მოდელი, ირინა ონაშვილი ორსულად არის. ირინა საკუთარ ორსულობას აქამდე საგულდაგულოდ მალავდა, თუმცა ახლა მუცელი გაეზარდა და ეს შეუძლებელია. ცნობილ მოდელს და მის მეულეს, ლადო ვარძელაშვილს პირველი შვილი საბა ჰყავთ, რომელიც დედას ძალიან ჰგავს და ირინა მის აღზრდაში აქტიურად არის ჩართული. მოდელი 3 თვის ორსულია.