მსახიობი ნინო ოკუჯავა საზოგადოებამ სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალები“ გაიცნო. ის „ბათე ჯენერალსის“ მენეჯერის, მაიკოს როლს ასრულებს. ნინო შეყვარებულია, მისი რჩეული კი იკა კორსაველია. წყვილის ურთიერთობა თითქმის წელიწადნახევარს ითვლის და თავიანთი გრძნობების აფიშირებას, ისინი საჯაროდაც არ ერიდებიან. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ნინო აღნიშნავს, სანამ იკა კორსაველს შეხვდებოდა, ორჯერ იყო შეყვარებული თუმცა, ასეთი დალაგებული ურთიერთობა არცერთ მათგანთან არ ჰქონია.