“ყველა დღე მნიშვნელოვანი გახდა ჩემთვის” – ანა მარგველაშვილი

0
3640

საქართველოს პრეზიდენტის ქალიშვილის, ანა მარგველაშვილის რჩეული დიჯეი გიგი ჩიჩუაა. წყვილმა ოჯახი 2014 წელს შექმნა. მათ გოგონა შეეძინათ, რომელიც საზოგადოებამ, ჟურნალ „სითის“ მეშვეობით გაიცნო.

„ანასტასიას გაჩენის შემდეგ, ყოველდღიურად ვგრძნობ, რომ თითოეული დღე ბევრად მნიშვნელოვანი გახდა ჩემს ცხოვრებაში. ანასტასიას იმდენი ბებია ჰყავს, ვერ ვიტყვი, რომ მისი გაზრდა რთულია. მეხმარებიან, მაგრამ მე მაინც ვცდილობ, პროცესში მაქსიმალურად ჩართული ვიყო. გიგი მზრუნველი მამაა, ცდილობს პასუხისმგებლობა თანაბრად გავინაწილოთ. იყო პერიოდი, ღამეებს ერთად ვუთენებდით, გიგი ისევე უვლიდა მას, როგორც მე. ანასტასიას ჯერ ფართო საზოგადოება არ იცნობს, მგონია, რომ არაა სასურველი პირველივე პერიოდში ფოტოებისა და ვიდეოების გაზიარება. ახლა უკვე ცოტა წამოიზარდა და „სითის“ ფურცლებზეც გამოჩნდა, მგონი, ეს პროცესი მისთვის სასიამოვნო აღმოჩნდა. უკვე ვფიქრობ, როგორი გოგო იქნება, ჯერ კიდევ მის დაბადებამდე მქონდა სურვილი სპორტულად გამეზარდა. დიდი სურვილი მაქვს, 3 წლის ასაკიდან იდგეს თხილამურზე, ვნახოთ, თავად როგორ მოინდომებს“ – ამბობს ანა მარგველაშვილი ჟურნალ „სითი“–სთვის მიცემულ ინტერვიუში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here